01 დეკემბერი 2024, 03:50
აქციის მონაწილეებმა, ოპერის წინ, ნაგვის ურნას ცეცხლი წაუკიდეს
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
აქციის მონაწილეებმა, ოპერის წინ, ნაგვის ურნას ცეცხლი წაუკიდეს. ამასთან, აქციის მონაწილეებს გზა სხვადასხვა საგნით აქვთ ჩახერგილი. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები სამართალდამცველების მისამართით პიროტექნიკას ისვრიან.
სამართალდამცველებმა „თბილისი მარიოტთან“ არსებული ბარიკადებისაგან გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეს. იქამდე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა სპეციალური საშუალებები, წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.




