19 ნოემბერი 2024, 10:44
„იმედმა“ გადამღები ჯგუფებისთვის ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე რეაგირებისთვის საგამოძიებო სამსახურს მიმართა
საზოგადოება

ფოტო: IMEDI
გაზიარება
„იმედმა“ გადამღები ჯგუფებისთვის ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე რეაგირებისთვის საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
მელიქიშვილის გამზირზე აქცია გრძელდება, სადაც მომიტინგეები „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში კვლავ ხელს უშლიან.
აქციის მონაწილეები, ოპერატორს გადაღების შესაძლებლობას უზღუდავენ და გადამღები ჯგუფის მისამართით უსტვენენ. ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილებიც.





