მუხიანის მოსახლეობას გაზმომარაგება, სავარაუდოდ, ერთ კვირაში აღუდგება
საზოგადოება

ფოტო: "ენერგოკავშირი"
ს.ს. ,,ენერგოკავშირი“-ს 13 762 აბონენტი ამ დროისათვის ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.
როგორც „იმედინიუსს” „ენერგოკავშირში“ განუცხადეს, სავარაუდოდ, გაზის მიწოდება ერთ კვირაში აღდგება, რის თაობაზეც აბონენტები მოკლეტექსტურ შეტყობინებას მიიღებენ.
„ა/წლის 21 მაისს, გამთენიის 3 – 4 საათზე, უხვი ნალექის გამო, გოგებაშვილის სახელობის კოლეჯის მიმდებარედ (გლდანი-საგურამოს მიმართულებით), ჩამოწვა მეწყერი და დაზიანდა ცენტრალური გაზსადენი, რამაც გამოიწვია ს.ს. ,,ენერგოკავშირი“-ს სამოქმედო არეალის სრულად გათიშვა. რთული რელიეფის გამო, გაძნელებულია სპეციალური ტექნიკის მუშობა. სავარაუდოდ, გაზის მიწოდების აღდგენა მოხდება ერთ კვირაში, რის თაობაზეც აბონენტები მიიღებენ სმს-შეტყობინებას“, - აღნიშნეს „ენერგოკავშირში“.





