14 მარტი 2024, 08:18
თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა
საზოგადოება

ფოტო: ნინი ვაშაკიძე
გაზიარება
თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, დაზიანდა რამდენიმე სართული. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, რომელიც ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა.
როგორც ჟურნალისტებს თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა შემთხვევის ადგილზე განუცხადა, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
მისივე ცნობით, არავინ დაშავებულა, საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა და დიდუბის რაიონის გამგეობამ ისინი დროებითი საცხოვრებლებით უზრუნველყო.





