23 ოქტომბერი 2022, 15:43
ერთ-ერთ მეტროსადგურზე, მგზავრი ბაქანიდან გადავარდა, მატარებლების მიმოსვლა დროებით შეჩერებულია
საზოგადოება

ფოტო: Facebook
გაზიარება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე დროებითი შეფერხებაა. მიზეზის გასარკვევად, „იმედინიუსი“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა.
„საჭირო გახდა მოძრაობის შეჩერება. ერთ-ერთ სადგურზე, მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ძაბვა დროულად მოვხსენით და უვნებლად ამოვიყვანეთ. ამიტომ მოგვიწია მოძრაობის შეჩერება. მოძრაობა მალე განახლდება“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მეტროსადგურ „თავისუფლებაზე“ მოხდა.




