18 ოქტომბერი 2022, 16:07
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული ლაზარე ლობჟანიძე თბილისის მერთან შეხვედრის ფოტოებს აქვეყნებს
საზოგადოება

კახა კალაძე, ლაზარე ლობჟანიძე
ფოტო: Facebook
გაზიარება
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული ლაზარე ლობჟანიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე თბილისის მერთან შეხვედრის ფოტოებს აქვეყნებს.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული მოზარდი დღეს მოინახულა.


ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.





