ვახტანგ გომელაური: დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც პარაპლანით მიფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი გარდაცვლილია
საზოგადოება

ვახტანგ გომელაური
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც პარაპლანით მიფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი გარდაცვლილია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს გუდაურში განუცხადა.
„დაშავებული ამოყვანილია და ცოცხალია. სასწრაფოს გადაჰყავს. პარაპლანით ფრენები ნამდვილად დიდი პრობლემაა. კვირა არ გავა რომ სამაშველო ოპერაცია არ ჩატარდეს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფომრაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. ისევე როგორც ტურისტი, რომელიც პარაპლანით მიფრინავდა. პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავებულია. ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.





