28 აპრილი 2022, 17:50
მთავრობამ თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარი შეიძინა, რომელიც კიკეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა
საზოგადოება

ფოტო: IMEDI
გაზიარება
საქართველოს მთავრობამ თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარი შეიძინა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, კიკეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა.
პროექტის ჯამური ღირებულება 4 241 336 ლარს შეადგენს. რადარის შეძენამ შესაძლებელი გახადა, 3-4 საათით ადრე, 80-90% სიზუსტით ინფორმაციის „ლაივ რეჟიმში“ მიღება და, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალურად ოპერატიულად მოქმედება.
შესაბამისად, ახლა უკვე აღმოსავლეთ საქართველოშიც ამინდის პროგნოზირება 80/90%-ის სიზუსტით არის შესაძლებელი.





