11 იანვარი 2022, 16:45
ავლაბარში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა
საზოგადოება

ფოტო: ზურა ზამბახიძე
გაზიარება
თბილისში, ავლაბარში, მეტეხის 14 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. „იმედინიუსს“ ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, რომ შემთხვევისას შენობაში ერთი ოჯახის 2 წევრი იმყოფებოდა.
„გამგეობას კორპუსის მოსახლეობის ნახევრზე მეტი უკვე ქირით ჰყავდა გაყვანილი. ზოგმა ამაზე უარი განაცხადა და ამის ხელწერილიც არსებობს. გუშინ კედელი უკვე გადმოწეული იყო და დამატებით, კიდევ ერთი ოჯახი გაიყვანეს. ცოტა ხნის წინ კი, დარჩენილი ერთი ოჯახიც, რომელიც ქირით გასვლაზე უარს ამბობდა, დაგვთანხმდა და ეს ოჯახით ქირით გავიყვანეთ“, - განუცხადეს „იმედინიუსს“ ისნის გამგეობაში.






