ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიაში 3 ათასი სასულიერო პირია და აქედან 2-3 მაგალითის მოყვანა არ ნიშნავს, რომ აქ არის გამალებული კავშირები რუსეთთან
საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე
ფოტო: IMEDI
ეკლესიაში 3 ათასი სასულიერო პირია და აქედან 2-3 მაგალითის მოყვანა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აქ არის გამალებული კავშირები რუსეთთან, - ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ფაილებში წერია, რომ არ დგინდება შორენა თეთრუაშვილის კავშირი რუსეთთან, არ დგინდება მოსაყდრის კავშირი რუსეთთან.
„შარშან „მთავარ არხს“ ჰქონდა გამოქვეყნებული სიები, სადაც თითქმის, ნახევარი სინოდი და ძალიან ბევრი მღვდელმსახური იყო შეყვანილი, მათ შორის მეც ვიყავი, ძალიან ბევრი შეცდომები იყო, ეს ალბათ მათი რომელიღაცა ჟურნალისტის შედგენილი იყო. შარშან გააკეთეს ჩემზე გადაცემა, რომ მე ვარ რუსეთის გრუს წარმომადგენელი და წელს აკეთებენ განცხადებას, რომ ვიღაცის დახმარება მჭირდება, რომ ვიზა ავიღო შვილებისთვის რუსეთში, თუ მოქალაქეობაზე ველაპარაკო. წესით, თუ ასეთი მაღალჩინოსანი ვარ იქით უნდა ვეხმარებოდე ბევრს რუსეთის მოქალაქეობის აღებაში. როდესაც ამბობენ, რომ ვიღაც ცდილობს საპატრიარქოდან რუსეთის სასარგებლოდ ინფორმაციის გატანას, იმავდროულად ამბობენ, რომ საპატრიარქო სავსეა რუსეთთან დაკავშირებული ხალხით და მაშინ გარედან რაღა საჭიროა ვიღაცის მცდელობა ინფორმაციის გატანის“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.




