26 ივნისი 2021, 11:07
იტალიის ქალაქ ლეჩეში ლაგოდეხელ თემურ მოსაშვილს უკვე ერთი კვირაა ეძებენ
საზოგადოება

ფოტო: Shutterstock.com
გაზიარება
იტალიის ქალაქ ლეჩეში ლაგოდეხელ თემურ მოსაშვილს უკვე ერთი კვირაა ეძებენ. ოჯახის წევრების თქმით, 40 წლამდე კაცი 20 ივნისს გავიდა ლტოლვილთა თავშესაფრიდან და მას შემდეგ არავის უნახავს.
დაკარგულის დედა ამბობს რომ, ბოლო პერიოდში, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მოხვდა საავადმყოფოში, მეორე დღეს გამოიპარა და მას შემდეგ არავის უნახავს.
ოჯახი საქართველოს და იტალიის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.





