ეკატერინე ტიკარაძე: კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების 47%, რომელიც სოციალურ დახმარებას იღებს, შრომისუნარიანია, ამიტომ ისინი შრომის ბაზრისთვის უნდა გადავამზადოთ
საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ჩატარდა საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილის კვლევა, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას. კვლევით დადგინდა, რომ ამ მოქალაქეების 47%, რომელიც დახმარებას იღებს, შრომისუნარიანია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ეს ადამიანები არიან იმ ასაკში, როცა მათ შეუძლიათ შექმნან ყველაზე მეტი დოვლათი საკუთარი თავისთვის, ოჯახებისთვის და რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის. აქედან გამომდინარე „სოციალური კოდექსის“ შექმნა არ გულისხმობს მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის რეფორმას, ჩვენ ინტენსიური სამუშაოები დავგეგმეთ ეკონომიკის სამინისტროსთან, სადაც მიზნობრივად იქნება განსაზღვრული ადამიანების უნარების შესწავლა. ასევე განათლების სამინისტროსთან ერთად მოხდება ამ ადამიანების გადამზადება შრომის ბაზრისთვის, რათა მათ გაუძლონ კონკურენციას და შეძლონ საკუთარი თავის დამკვიდრება და დასაქმება. ასევე ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება იმ მიმართულებით, რომ ბიზნესის კუთხით ჩვენ ამ ადამიანებისთვის მოვახერხოთ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა“, - განაცხდა ტიკარაძემ.





