ირაკლი ბენდელიანი: სასიხარულოა ის ამბავი, რომ ამდენი შრომისა და მუშაობის შემდეგ ხედავ უამრავ ადამიანს, რომელიც შედეგით კმაყოფილია
საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი
ფოტო: არქივი
დედაენისა და 9 მარტის პარკებს რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტებით ჩაუტარდა. მოეწყო ამ 2 პარკს შორის დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც უმნიშვნელოვანესი პროექტია ორივე პარკისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს გვირაბი 2 რეკრეაციულ სივრცეს ერთმანეთთან პირდაპირ აკავშირებს.
„მრავალი სხვადასხვა დანიშნულების სივრცით არის აღჭურვილი ორივე პარკი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არის ასევე სკეიტ-პარკი, რომლის მსგავსი რეგიონი არ არის. ნამდვილად სასიხარულოა ის ამბავი, რომ ამდენი შრომის, მუშაობის შემდეგ ხედავ უამრავ ადამიანს, რომელიც შედეგით კმაყოფილია“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.




