08 მარტი 2021, 13:28
არჩილ თალაკვაძე: ყველა ქალს ვუსურვებ, დასახულ მიზნებს მიაღწიოს
საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე
ფოტო: Facebook
გაზიარება
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ქალებს 8 მარტი მიულოცა.
„1919 წელს, ამ ბრწყინვალე ქალებმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში, მომავალ თაობებს თანასწორობის შესანიშნავი მაგალითი მისცეს.
ყველა ქალს ვუსურვებ, წარმატებისთვის ეს მემკვიდრეობა გამოიყენოს და დასახულ მიზნებს მიაღწიოს!
გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!“ - წერს პარლამენტის თავმჯდომარე Facebook-ზე.





