25 თებერვალი 2021, 08:00
www.imedi.ge
საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 100 წელი გავიდა
საზოგადოება

ფოტო: Facebook
გაზიარება
დღეს ერთი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია მოახდინა.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ, პარლამენტმა 2010 წლის 21 ივლისს გამოაცხადა. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.





