24-დან 31 დეკემბრის ჩათვლით, რეწვის ოსტატების ნაკეთობების საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
საზოგადოება

ფოტო: usaid
24-დან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია USAID-ის პროექტი Zrda საქართველოში მხარდაჭერით, სავაჭრო გალერეა „მერანში“ მართავს საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას, - ამის შესახებ ინფორმაციას USAID-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შექმნილი მაღალი ხარისხის საახალწლო დეკორაციები.
„გამოფენა-გაყიდვის მიზანია ტრადიციული ხელობების ტექნიკის პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებაში ოსტატების ცნობადობის ამაღლება, კოვიდ-19 პანდემიის პირობებში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და რეგიონებში მოღვაწე არტიზანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება“, - ნათქვამია განცხადებაში.





