17 დეკემბერი 2020, 13:43
ისრაელის ელჩმა ხანუქას მერვე, ბოლო სანთელი ბავშვთა ჰოსპისში აანთო
საზოგადოება

ფოტო: ისრაელის საელჩო
გაზიარება
დღეს ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა ხანუქას მერვე, ბოლო სანთელი ბავშვთა ჰოსპისში „ციცინათელების ქვეყანაში“ (Firefly World Hospice) აანთო.
როგორც ისრაელის საელჩო იუწყება, ეს ერთადერთი ჰოსპისია მთელ კავკასიაში, სადაც განუკურნებელი სენით დაავადებული ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია პალიატიური მზრუნველობა.
საელჩომ „ციცინათელების ქვეყანას“ საჩუქრად გარკვეული აღჭურვილობა გადასცა და ისინი იმედოვნებენ, რომ ხანუქას სინათლე სიხარულის მომტანი იქნება ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის.





