ეკატერინე ტიკარაძე: ინდურ ინსულინთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ინდურ ინსულინთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის უწყება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.
„ინდურ ინსულინთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ვგეგმავთ პრესკონფერენციის გამართვას იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო ნათელი გახდეს, თუ როგორია თანამშრომლობა ჯანდაცვის სამინისტროსა და იმ პროფესიულ საზოგადოებას შორის, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში არამხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მოზრდილთათვის, ხარისხიანი ინსულინის შემოტანას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





