26 ნოემბერი 2020, 20:46
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი იყო
საზოგადოება

ფოტო: Facebook/ არქივი
გაზიარება
დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე ოთხსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
უწყებაში აცხადებენ, რომ მეხანძრე-მაშველების ოპერატიული მუშაობის შედეგად შენობიდან 20-მდე მოქალაქის უვნებლად გამოყვანა მოხერხდა. ოთხმა მოქალაქემ კი მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო.





