Imedi.ge
ხვალიდან 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით სპორტული და კულტურული ღონისძიებები იკრძალება
საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ხვალიდან ღია ცის ქვეშ 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით სპორტული და კულტურული ღონისძიებები იკრძალება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხდა.
„კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200 -ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები. იგულისხმება ასეთი ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ, დახურულ სივრცეში, როგორც მოგეხსენებათ, აქამდე ეს შეზღუდვები არსებობდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხვალიდან 200 -ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება. ბუნებრივია, ამ რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





