03 სექტემბერი 2020, 17:41
http://imedi.ge/
კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
საზოგადოება

ფოტო: არქივი
გაზიარება
კუს ტბის საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. შეზღუდვა 4 სექტემბერს, 09:00-დან 11:00 საათამდე იმოქმედებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაგირო გზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





