მანანა გაბელია
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულთა მდგომარეობა ისევ კრიტიკულია
საზოგადოება

ფოტო: მანანა გაბელია
ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულთა მდგომარეობა. სამი ადამიანი სხეულის მძიმე დაზიანებებით, თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.
მათ რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდათ. დაშავებულები ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე არიან. ექიმები ამბობენ, რომ ყველაფერი კეთდება მათ გადასარჩენად.
შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.
სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.





