http://imedi.ge/
„ნაციონალური მოძრაობა“: შატილში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, ეს სულისშემძვრელი შემთხვევაა
საზოგადოება

ფოტო: Facebook
„ნაციონალური მოძრაობა“ შატილის გზაზე მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
შატილში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ესაა სულისშემძვრელი შემთხვევა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს. გადარჩენილ მოქალაქეებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.
სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.





