20 აგვისტო 2020, 15:43
აშშ-ის ელჩმა მიტროპოლიტ ნიკოლოზს უმასპინძლა
საზოგადოება

კელი დეგნანი და მიტროპოლიტი ნიკოლოზი
ფოტო: აშშ-ის საელჩო
გაზიარება
აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საელჩოში ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტ ნიკოლოზს უმასპინძლა, - ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ ელჩის სამცხე-ჯავახეთში ვიზიტი და ის მრავალმხრივი ურთიერთობა განიხილეს, რომელიც საელჩოს, მიტროპოლიტსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას აკავშირებთ, მათ შორის სხვა ეკლესიებთან და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობების ხელშეწყობის კუთხით.
შეხვედრა 19 აგვისტოს შედგა.





