17 აგვისტო 2020, 15:30
21 აგვისტომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება
საზოგადოება

ფოტო: Shutterstock.com
გაზიარება
ხვალიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 აგვისტომდე მცირე წვიმა და ელჭექი საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 17 აგვისტოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოდან +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 17-18 აგვისტოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, 19-20 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 17-18 აგვისტოს +26, +28 გრადუსი იქნება, 19-20 აგვისტოს კი +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.





