ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ პაკეტში სეგმენტები ძალიან სწორადაა შერჩეული
საზოგადოება

ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მნიშვნელოვანია ეს პაკეტი, რომელიც შემოთავაზებულია საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალიან სწორად არის შერჩეული სეგმენტები, სხვადასხვა სეგმენტი, რომლისთვისაც არის მიმართული ეს დახმარება, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი დაეხმარება მოქალაქეებს იმაში, რომ გაიუმჯობესონ საკუთარი სოციალური მდგომარეობა და მაქსიმალურად აღიდგინონ ის სოციალური ზიანი, რომელიც მათ პანდემიამ მიაყენა.
,,პანდემიამ შექმნა სირთულეები ეკონომიკური და შესაბამისად სოციალური თვალსაზრისით. ბუნებრივია, ამას სჭირდება პასუხი და პასუხი არის პირველ რიგში სოციალური დახმარება ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისთვის. მნიშვნელოვანია ეს პაკეტი, რომელიც არის შემოთავაზებული საქართველოს მთავრობის მხრიდან. ძალიან სწორადაა შერჩეული სხვადასხვა სეგმენტი, რომლისთვისაც მიმართულია ეს დახმარება. შესაბამისად, ეს ყველაფერი ბუნებრივია, დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, გაიუმჯობესონ სოციალური მდგომარეობა და მაქსიმალურად აღიდგინონ ის სოციალური ზიანი, რომელიც მათ მიაყენა პანდემიამ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





