საპენსიო სააგენტო: საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელი 68 მილიონ ლარს შეადგენს
საზოგადოება

ფოტო: საპენსიო სააგენტო
3 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო აქტივებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1.7 პროცენტი ვადიან დეპოზიტებზე, 25.2 პროცენტი სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 73.1 სადეპოზიტო სერტიფიკატებშია ინვესტირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საპენსიო აქტივების 100 პროცენტი ლარშია დენომინირებული.
„საინვესტიციო პროცესების გამჭვირვალობისთვის საპენსიო სააგენტო ყოველი თვის დასაწყისში წარადგენს სტატისტიკურ შედეგებს. 3 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო აქტივებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1.7% ვადიან დეპოზიტებზე, 25.2% სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 73.1% სადეპოზიტო სერტიფიკატებშია ინვესტირებული. ამჟამად, საპენსიო აქტივების 100% ლარშია დენომინირებული. საპენსიო აქტივებზე დარიცხული წლიური ეფექტური სარგებელი 11.4%-ია, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ქვეყანაში არსებული წლიური ინფლაცია (ივლისის მდგომარეობით 5.7%). საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელი 68 მილიონ ლარს შეადგენს“ - ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





