როგორია ვარძიის მამათა მონასტერში ბერების ცხოვრება
საზოგადოება

არქიმანდრიტი ანტონი
ფოტო: IMEDI
მამათა მონასტერი ვარძიაში, სადაც უძველესი მესხური ვაზის მეციხოვნეები ბერები არიან. იოანე ნათლისმცემელის სახელობის ქვაში ნაკვეთ ტაძარში წირვა-ლოცვა მეოთხე წელია აღდგა. ისტორიული ადგილი საუკუნეების განმავლობაში მიტოვებული იყო და ვარძიის მამათა მონასტრის საძმოს ნაწილმა ისტორია აქ სასულიერო ცხოვრებით გააგრძელა.
ლოცვის დასრულების შემდეგ ბერები ვენახში მესხური ვაზის მოსავლელად მიდიან. ზღვის დონიდან 1300-ი მეტრის სიმაღლეზე გაშენებულ ვენახს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
„ვაზთან ურთიერთობა ადამიანისთვის სიხარულია, თავისთავად უნდა უხაროდეს ადამიანს. ყოველ დღე უნდა ეფერო და იფუსფუსო, რომ შედეგიც ღვთის შეწევნით მივიღოთ“ - ამის შესახებ არქიმანდრიტი ანტონმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
მესხური მწვანე, ასპინძური წითელი და შავი დანახარული, ბუდეშური, ხიხვი, ჩიტის კვერცხა, ხარისთვალა, თამარის ვაზი და ვარძიულა ის უძველესი მესხური ჯიშებია, რომელთა აღდგენაც ბერებმმა სამი წლის წინ დაიწყეს.





