დიმიტრი ხუნდაძე: სისტემა პირველ რიგში პაციენტის ინტერესების დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული
საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს განიხილავენ. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, სისტემამ პირველ რიგში პაციენტის ინტერესები უნდა დაიცვას, თუმცა ამასთან დაცული უნდა იყოს კლინიკების ინტერესებიც.
მისივე თმით, კომიტეტმა ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვაზე უარი თქვა, რათა ყველას ჰქონოდა საშუალება ამ თემაზე საკუთარი აზრი გამოეთქვათ.
„ჯანდაცვის კომიტეტზე ყველა სტუმარს ჰქონდა საშუალება, რომ თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა, შემდეგ იყო დამატებით შეხვედრა ეკონომიკის კომიტეტზე, სადაც მათ კიდევ ჰქონდათ დრო დამატებით გამოეთქვათ თავისი პოზიციები. ჯანდაცვის კომიტეტზე განხილვის შემდეგ ეს საკითხი იქნა კენჭისყრაზე დაყენებული, მაგრამ კენჭისყრა გადაიდო და არა განხილვა. როცა განხილვა დასრულებულია, შემდეგ კომიტეტზე თავიდან მისი განხილვა არ იწყება, იმიტომ რომ რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებს. „სისტემა რა თქმა უნდა არის და უნდა იყოს მთავარ მიზანზე ორიენტირებული, რომ პაციენტის ინტერესები იყოს პირველ რიგში დაცული, მაგრამ პაციენტის ინტერესს ექიმის გარეშე ვერ დაიცავ და რა თქმა უნდა კლინიკების ინტერესიც უნდა იყოს გათვალისწინებული“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი დარღვევის დროული აღმოჩენაა და რეგულირების სააგენტოს შესაბამისი საშუალება უნდა ჰქონდეს, სასამართლოს როლი პროცესში კი შეუცვლელი უნდა იყოს.





