05 ივნისი 2020, 16:18
პარლამენტის სახელით არჩილ თალაკვაძე კახი კავსაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს
საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე
ფოტო: Facebook
გაზიარება
საქართველოს პარლამენტის სახელით, არჩილ თალაკვაძე კახი კავსაძეს 85 წლის იუბილეს ულოვაცს.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, 85 წლის იუბილეს ვულოცავ ბატონ კახი კავსაძეს - ქართული კინოსა და თეატრის სახელოვან მსახიობს და გამორჩეულ ადამიანს. თვითმყოფადი და ბრწყინვალედ შესრულებული როლების გარდა, მან რამდენიმე თაობას მოგვცა სამშობლოს სიყვარულის, მოღვაწეობის და მეგობრობის მაგალითი. დღეგრძელობას და ჯანმრთელობას ვუსურვებთ!“, - ნათქვამია მილოცვის ტექსტში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.





