რა გამოწვევების წინაშე დადგა პროფესიული სწავლება და რა სიახლეებია პროგრამების მიმართულებით
საზოგადოება

თამარ ქიტიაშვილი
ფოტო: IMEDI
პროფესიული განათლება განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დადგა. ამ სფეროში ძალიან რთულია დისტანციურ რეჟიმზე გადართვა, რადგან თეორიული კომპონენტი აქ ძალიან მცირეა - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
თამარ ქიტიაშვილის თქმით, პროფესიული განათლება ძირითადად პრაქტიკულ სწავლებაზეა ორიენტირებულია, რეალურ და იმიტირებულ გარემოში.
„ფაქტობრივად, როგორც ჩვენი უცხოელი კოლეგები, ჩვენც ამ პრობლემის წინაშე დავდექით, რომ შეუძლებელი გახდა ამ პროცესების დისტანციურ რეჟიმზე გადართვა. თუმცა ჩვენ მაინც შევძელით გარკვეული კომპონენტების დისტანციურ რეჟიმში გადატანა. ახლა მიმდინარეობს IT მიმართულებით პროგრამები დისტანციურ რეჟიმში მომზადება-გადამზადების და სხვა პროგრამებიც ნელ-ნელა ემატება. ჩვენ ძალიან ფართომასშტაბიანი სამუშაო წამოვიწყეთ ჩვენს კოლეგებთან ერთად. შევქმენით სპეციალური დარგობრივი ქსელები მასწავლებლებისთვის, სადაც თავი მოვუყარეთ ერთი პროგრამის ფარგლებში მოღვაწე მასწავლელებლებს და მათ გაერთიანებული ძალებით დაიწყეს მუშაობა და ანალიზი იმ პროგრამებისა და იმ სწავლის შედეგებისა, რომელთა გადისტანციურება მომავალში შესაძლებელია იყოს მოქნილი და რეალისტური“,- აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა.
მისი თქმით, შეიძლება ითქვას, რომ ამ გამოწვევამ გარკვეული შესაძლებლობებიც კი გააჩინა.
„როგორც აღმოჩნდა, მომავალში შესაძლოა ჩვენ დისტანციური სწავლების გარკვეული კომპონენტები შევინარჩუნოთ კიდეც და სწორედ ამ მიმართულებით ჩვენი დონორების მხარდაჭერით ახლა ვმუშაობთ სხვადასხვა პლატფორმის შექმნაზე იმისათვის, რომ მეტი რესუსრსი გახდეს სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი და იმ კომპონენტების დანერგვა შევძლოთ, რომლებსაც პროფესიული განათლება შეითვისებს და შეითავსებს დისტანციური და შერეული სწავლების პრინციპის გათვალისწინებით“- აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.
თამარ ქიტიაშვილის თქმით, წელს პირველად პროფესიულ განათლებაზე მიღების პროცესი თითქმის სამ თვემდე გახანგრძლივდა. მისი თქმით, რეგისტრაციის ვადა 10 აგვისტომდე გაგრძელდება.
„რეგისტრაციის პროცესში დაახლოებით 150-მდე პროგრამაზე ექნებათ წვდომა ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ გვაქვს 2 ტიპის პროგრამები: გრძელვადიანი, სადიპლომო პროგრამები და მოკლევადიანი, მომზადება-გადამზადების პროგრამები“- აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა.
მისივე თქმით, წელს განათლების სამინისტროს მნიშვნელონი სიახლე აქვს. „ჩვენ პირველად გვაქვს მიღება ინტეგრირებულ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რაც გულისხმობს შემდეგს: საბზო განათლების მქონე ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ 10 კოლეჯში პრორამებებზე, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს პროფესიის დაუფლებასთან ერთად ერონული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამაც დაძლიონ და ბოლოს აიღონ პროფესიული დიპლომი, რომელიც უფლებრივად გათანაბრებულია საშუალო განათლებასთან“,- განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.





