უცხოეთში დარჩენილი ქართველი მეზღვაურები თურქეთის ქალაქ იალოვადან სამშობლოში ბრუნდებიან
საზოგადოება

ფოტო: Facebook
უცხოეთში დარჩენილი რამდენიმე ქართველი მეზღვაური დღეს თურქეთის ქალაქ იალოვადან სამშობლოში გამოემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საელჩო თურქეთში Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
„ანკარაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და თურქეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების დახმარებით, ასევე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან კოორდინაციით, დღეს, რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შედეგად და არსებული აკრძალვების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა ქართველი მეზღვაურების თურქეთის ტერიტორიაზე შემოყვანა და ქ. იალოვადან სამშობლოში გამომგზავრება“, - წერს საელჩო.





