მეუფე გერასიმე: ყველა სასულიერო პირი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი, არ აქვს მნიშვნელობა ხარისხს
საზოგადოება

მიტროპოლიტი გერასიმე
ფოტო: იმედი
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე არ გამორიცხავს, რომ ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდარს შესაძლოა მეუფე იობისა და საპატრიარქოს მხრიდან შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვეს.
„ყველა სასულიერო პირი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი. ნებისმიერი, არ აქვს მნიშვნელობა ხარისხს, ეპარქიას. ყველანი მაგალითის მიმცემი უნდა ვიყოთ. სამწუხარო ფაქტია, თუ ასეთი რამ მოხდა. ალბათ, ამის შესახებ თვითონ მეუფე იობი გააკეთებს განცხადებას და ამის შემდეგ შეიძლება მერე იმსჯელოს საპატრიარქომ. ჩვენ არ ვიცით რა მოხდა. წვრილმანების დაკონკრეტება ამ საკითხთან დაკავშირებით არ შემიძლია“, - განაცხადა მეუფე გერასიმემ.
პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი დააკავა.





