თბილისის მერია დედაქალაქში ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს
საზოგადოება

კახა კალაძე
ფოტო: Facebook
ახლო მომავალში თბილისის მერია დედაქალაქში ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს. ამის შესახებ კახა კალაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განცხადა.
„დედაქალაქის მერია მომავალში გეგმავს ველოსიპედების შემოყვანას. მათ შორის, ასევე სამბორბლიანი ველოსიპედების - მათთვის, ვისაც უფრო კომფორტულად მგზავრობა უნდათ, ბავშვები ჩაისვან უკან და თვითონ ველოსიპდები ატარონ. ველოსიპედებით სარგებლობის საფასურის გადახდა მეტრონომით იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა თბილისის მერამა.
დღეიდან თბილისში ელექტრონული სკუტერებისთვის სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები ვერა-ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე განთავსდება. 🛴 ქალაქში ჩამოყვანილია 1000 სკუტერი და მათი სადგომისთვის გამოყოფილი არეალი ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით გადანაწილდება.
27 აპრილიდან, თბილისში ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა. საპილოტე პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ქართულ სტარტაპს ეკუთვნის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.





