წმინდა ცეცხლი საქართველოშია
საზოგადოება

ფოტო: IMEDI
წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წმინდა ცეცხლი სპეციალური რეისით ჩამოიტანეს. „საქართველოს ავიახაზების“ თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი თელავივის აეროპორტში საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ მიიტანა და სასულიერო პირებს გადასცა.
წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლის მოწმე კიდევ ერთხელ გახდა.
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.





