მანანა გაბელია
მეუფე გერასიმე: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში დღესასწაულზე ბზა არ გაიყიდება
საზოგადოება

ფოტო: მანჩი გაბელია
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში დღესასწაულზე ბზა არ გაიყიდება - ამის შესახებ ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ განაცხადა. რაც შეეხება ლიტურგიას, მისი თქმით, ის საპატრიარქოს მიერ დადგენილი წესებით აღევლინება.
„ბზას გაყიდვით არ გავყიდით, მხოლოდ მათ ვუკურთხებთ ვინც სახლიდან მოიტანს, რაც შეეხება წირვას, ეს შეთანხმებული წესებით ჩატარდება, როგორც აქამდე. საპატრიარქოსთან თემა გავლილია და ბზობას ჩვეულებრივად აღვნიშნავთ ზუგდიდის ყველა მოქმედ ტაძარში, დისტანციით და წესების დაცვით“, - განაცხადა მეუფე გერასიმემ.
კითხვაზე, ეთანხმება თუ არა სასულიერო პირების ტესტირებას, ის ამბობს, რომ ამას არ ემხრობა. „თუ ასეა რისკჯგუფია ყველა, ვისაც ხალხთან შეხება აქვს. მაგალითაც სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში დასაქმებულები. თუმცა შევთანხმდებით და ერთობლივ გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ. მე, როგორც ერთ-ერთი მიტროპოლიტი , არ მივესალმები“, - განაცხადა მეუფემ.





