14 მარტი 2019, 08:15
თურქეთის სასამართლომ „ცხინვალის“ ფეხბურთელები გაამართლა
სამართალი

ფოტო: Facebook
გაზიარება
თურქეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელები სასამართლომ სრულად გაამართლა. საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ 5 ფეხბურთელს თურქეთის პოლიცია მაღაზიიდან ნივთების თანხის გადაუხდელად გატანას ედავებოდა, თუმცა ბრალდება არ დადასტურდა.
ფეხბურთელები თურქეთიდან რამდენიმე დღეში გამოემგზავრებიან და ვარჯიშს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.
„ცხინვალის“ მოთამაშეები ანტალიის სავაჭრო ცენტრში 22 თებერვალს დააკავეს.





