ლევან მორჩიაშვილი
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
სამართალი

ავარია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე
ფოტო: ლევან მორჩიაშვილი
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს BMW-ს, "მერსედესის" და "შკოდას" ავტომობილები შეეჯახნენ. BMW-ს მძღოლი და მგზავრი ადგილზე გარდაიცვალნენ. ორი დაშავებული კი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ გამოკვლევები უტარდებათ.
ექიმის ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე პაციენტი კონტაქტურია და ამ დროისთვის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ერთ-ერთ მათგანს თავის ტვინის დახურული ტრავმა აქვს მიღებული და გამოკვლევებს უტარებენ, მეორე კი რეაბილიტაციას ნევროლოგიურ განყოფილებაში გადის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





