12 აპრილი 2017, 01:04
კახაბერ კუპატაძე
ძველ ანაგაში კაცი დაჭრეს
სამართალი

ფოტო: კახაბერ კუპატაძე
გაზიარება
კახეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან ერთი გასროლით, 60 წლამდე კაცი მუცლის არეში დაჭრეს.
შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაჭრილი წნორის "არქიმედეს" კლინიკაში მოათავსეს, სადაც რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.





