imedi
სუს-ი: კონტრდაზვერვითი საქმიანობით, სხვადასხვა უწყებაში პრევენციული ზომები გავატარეთ
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა, ნათქვამია, რომ 2016 წელს 164 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე გაიცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა, ხოლო 12-ს უარი ეთქვა. ინფორმაციას სუს-ის ანგარიშის შესახებ ipn.ge ავრცელებს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კონტრდაზვერვითი საქმიანობაა.
„საანგარიშო პერიოდში სამსახური ახორციელდებდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მისწრაფებების გამოვლენას და განეიტრალებას, სახელისუფლებო წრეებისა და უსაფრთხოების სტრუქტურების დაცვას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევისგან. ამასთან, კონტრდაზვერვითი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების რეჟიმის დაცვაზე, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსხურების საქმიანობის, გეგმების, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, მოქმედების ფორმებისა და მეთოდების, დაინტერესების ობიექტებისა და კავშირების შესაწავლას, ასევე სახელმიწფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენას და აღკვეთას", - ნათქვამია ანგარიშში.
როგორც სუს-ის ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის საქმიანობა მიმართული იყო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევის პრევენციაზე, ცალკეულ პირთა დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამოვლენასა და აღკვეთაზე. აღნიშნული მიმართულებით ოპერატიული ღონიძიებების 99 პირის მიმართ ტარდება.
"დაინტერესებული ქვეყნების საპეცსამსახურები აქტიურად ცდილობენ მოიპოვონ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით გრძელდება მუშაობა შიდა საფრთხეებისა და ინფორმაციის გადინების პრევენციაზე, უსაფრთხოების ზომებისა და პერსონალის ცნობიერების ამაღლებაზე, აგრეთვე იმ სუბიექტების გამოვლენაზე, ვინც ცდილობდა ავტორიზებული წვდომა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გამოეყენებინა. ზემოაღნიშნული მიმართულებით საანგარიშო პერიოდში 164 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე (81 სახელმიწიფო დაწესებულება, 83 კერძო სამართლის იურიდული პირი) გაიცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება (ნებართვა-ფორმა N4) ხოლო 12 ორგანიზაცია-დაწესებულებას გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათავლისწინებით, ნებართვის მიღებაზე ეთქვა უარი", - ნათქვამია ანგარიშში.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 152 დაწესებულებაში განხორციელდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების მისაღებად და საიდუმლოების დაცვის რეჟიმისა და საიდუმლო საქმისწარმოების კომისიური შემოწმება.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მსურველ 3525 ფიზიკურ პირზე განხორციელდა შემოწმების პროცედურა.
გარდა ამისა, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 17 საქმეზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი.





