11 აპრილი 2017, 21:58
imedi
სამ თვეში საგზაო უსაფრთხოების ახალი წესები ამოქმედდება
სამართალი

გაზიარება
სამ თვეში მძღოლებისთვის საგზაო უსაფრთოების შესახებ ახალი წესები ამოქმედდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო. რეგულაციები ეხება ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციას და დარღვევებზე ქულების ჩამოწერას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ახალი რეფორმის დახმარებით დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გზებზე დაახლოებით 50%-ით უნდა შემცირდეს.





