imedi
დეკანოზი გამოძიების დასრულების შემდეგ ეზიარება
სამართალი

მამა რევაზ სიხარულიძე
ფოტო: მაგდა სარსევანიძე
დეკანოზ გიორგი მამალაძის აღსარება მამა რევაზ სიხარულიძემ ჩაიბარა. მისი თქმით მამა გიორგიმ ყველაფერი უთხრა, რაც აწუხებდა. მისი მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია და იგი ნორმალურად იკვებება:
”ვისთვის ეს შიმშილობა იყო, ვისთვის - მკაცრი მარხვა, თვითონ იფიქრონ. აღსარება ჩავიბარე. რაც შეეხება ზიარებას, ეს ჩემი პრეროგატივა ვერ იქნება, რადგან სინოდზე მას შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება. ზიარება გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს.” - აცხადებს მამა რევაზ სიხარულიძე. მისივე თქმით, დეკანოზის ზიარების საკითხი სინოდმა უნდა გადაწყვიტოს.
რაც შეეხება გიორგი მამალაძის 6 დღიან შიმშილობას, სასულიერო პირის შეფასებით, ეს დიდი ცოდვა იყო: “შიმშილობა - ესაა პროტესტის აქტი, რომელიც თვითმკვლელობით უნდა დამთავრდეს და ესაა ყველაზე
დიდი ცოდვა. ასე რომ, ეს, რა თქმა უნდა, არასწორი იყო.“
დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა. პროკურატურა მას განზრახ მკვლელობის მცდელობაზე ედავება.





