11 აპრილი 2017, 15:24
დედაზე ძალადობის გამო შვილს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
სამართალი

გაზიარება
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაზე ძალადობისთვის შვილს 7 თვით და 15 დღით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს კ.ე. მივიდა მშობლების სახლში და დედას ტელეფონის აპარატი ესროლა, ასევე მას სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა შვილი იმავე დღეს დააკავეს.





