imedi
ბორჯომის მცხოვრები კუსტარულად წარმოებული "ბორჯომისა" და "ლიკანის" გამო დააკავეს
სამართალი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, "ბორჯომისა" და "ლიკანის" ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალაქ ბორჯომში ერთ-ერთ მოქალაქეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საამქრო, სადაც სისტემატურად ამზადებდა ფალსიფიცირებულ "ბორჯომსა" და "ლიკანს".
საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია მინერალური წყლების ფალსიფიცირებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარები და კუსტარული წესით დამზადებული მინერალური წყლები.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 2 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.





