imedi
იზორიამ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე მიიღო
სამართალი

ლევან იზორია
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყებაში სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე მიიღო. ლევან იზორიამ გენერალური მდივნის თანაშემწეს ელჩ თაჩან ილდემს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის მთავარ საკითხს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა წარმოადგენდა. სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თაჩან ილდემი საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში. მის მუშაობაში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებიც აქტიურად არიან ჩართულნი.





