10 აპრილი 2017, 19:35
imedi
შარშან მართვის მოწმობა 95 960-მა მოქალაქემ აიღო
სამართალი

გაზიარება
2016 წელს მართვის მოწმობა 95 960-მა მოქალაქემ აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას, შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ipn ავრცელებს.
სტატისტიკის თანახმად, 2015 წელთან შედარებით 9 269-ით მეტი მართვის მოწმობა გაიცა. კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს 86 691-მა მსურველმა აიღო მართვის მოწმობა.
ბოლო სამ წელიწადში ყველაზე მეტი მართვის მოწმობა 2014 წელს გაიცა. კერძოდ, შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2014 წელს შსს-ს მომსახურების სააგენტომ ავტომანქანის მართვის უფლება 130 403 მსურველს მისცა.





