"დელტას" ხელმძღვანელის თანამდებობაზე უჩა ძოძუაშვილი აღადგინეს
სამართალი

უჩა ძოძუაშვილი
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" ხელმძღვანელის თანამდებობაზე უჩა ძოძუაშვილი აღადგინეს. ამის შესახენ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. დამატებითი ინფორმაცია ცნობილი არ არის.
„დელტას“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე უჩა ძოძუაშვილი თავდაცვის სამინისტროსა და ძოძუაშვილს შორის მორიგების აქტის საფუძველზე მოხდა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დაამტკიცა.
მორიგების აქტის თანახმად, მოპასუხე მხარემ იკისრა ვალდებულება აღადგინოს მოსარჩელე უჩა ძოძუაშვილი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დელტა“-ს გენერალური დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, ხოლო უჩა ძოძუაშვილმა, თავის მხრივ, უარი თქვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სასარჩელო მოთხოვნაზე.
გასული წლის მაისში, კახეთში მოსული სეტყვის დროს, დელტას სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გაუმართავობასთან დაკავშირებით, დელტას გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, თინა ხიდაშელის ბრძანებით გადააყენეს. მოგვიანებით ძოძუაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის ეს ბრალდება აბსურდულია.
თავდაცვის სამინისტრომ ამ საკითხზე მოკვლევა ჩაატარა და მაშინ განაცხადეს, რომ თუ საქმეში დელტას ბრალეულობა არ გამოიკვეთებოდა, ძოძუაშვილს აღადგენდნენ.





