სუს-მა ქრთამის აღებისთვის სამგორის გამგეობის თანამშრომელი დააკავა
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ირაკლი ლაბაძე ისრაელის მოქალაქეს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამსართულიანი სახლის აშენების ნებართვის გაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარის გადახდა. ირაკლი ლაბაძემ ისრაელის მოქალაქეს წინასწარ გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 7500 აშშ დოლარი. ის სწორედ ამ დროს დააკავეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაბაძეს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემქურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ლაბაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.





