09 აპრილი 2017, 19:01
ავტობანზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
სამართალი

გაზიარება
ავტობანზე, რუის-ურბნისის მონაკვეთზე, მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა და ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა. ინფორმაციას ipn.ge ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე 276-მუხლის მეხუთე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) აღიძრა.





