imedi
ქართული პოლიცია FIEP-ის წევრობისთვის ემზადება
სამართალი

ქართული პოლიცია ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების გაერთიანების (FIEP) წევრობისთვის ემზადება.
მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ამ მიზნით, დღეს საქართველოში ვიზიტით მყოფ იორდანიის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟანდარმერიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, გენერალ მაიორ ალ ჰავათმეს შეხვდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მიმდინარე წელს FIEP-ის პრეზიდენტი ქვეყანა იორდანიაა. მაისის თვეში ლისაბონში გაერთიანების კომისიის შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭება, დაახლოებით ერთ წლის ვადაში კი დეპარტამენტი შეძლებს, გახდეს FIEP-ის სრულუფლებიანი წევრი.
ორგანიზაციაში გაწევრიანება მიზნად ისახავს პოლიციაში დასავლური სტანდარტების დანერგვასა და უზრუნველყოფას.





